2017-2018 სასწავლო წლის საგნობრივი
წლიური ანგარიში
2017-2018
სასწავლო წელს მათემატიკას ვასწავლიდი- V, IX, XI და XII კლასებს. სასწავლო პროცესში ვხელმძღვანელობდი ეროვნული სასწავლო გეგმით. კოორინირებულად ვმუშაობდი
კოლეგებთან კათედრაზე. ვიზიარებდი კოლეგების
აზრს.
V-ბ კლასი - აკადემიური მოსწრების დონე კარგია,
თუმცა მყავს რამდენიმე მოსწავლე, რომელთანაც
მეტი მუშაობაა საჭირო. მათთან დაგეგმილი მაქვს
დამატებითი მუშაობის ჩატარება მომავალი სასწავლო
წლიდან.
IX-ბ კლასი -აკადემიური მოსწრების დონე საშუალოა. კლასში 2მოსწავლეა, რომელთა მიღწევის დონე ,,4“-ია. თუმცა არიან
ბავშვები რომლებმაც მაღალი აკადემიური
მოსწრებით დაასრულეს ეს წელი.
XI-ბ კლასი- ცოდნის დონე დამაკმაყოფილებელია.
გამოირჩევიან მოსწავლეები, რომლებიც
კარგად ფლობენ მათემატიკურ უნარ-ჩვევებს. კლასმა
წარმატებით დაძლია ესგ-ით
გათვალისწინებული მასალა.
XII-ბ კლასი- ცოდნის დონე იყო საშუალო,
თუმცა კლასი იყო მობილიზებული. მოსწავლეთა ნაწილი იყო რუსულ
ენოვანი და მიუხედავად ამისა ცდილობდნენ
წაეკითხათ და გაეაზრებინათ ის მასალა,
რომელზეც ვმუშაობდით. კლასმა წარმატებით ჩააბარა
მათემატიკის გამოცდა, გამონაკლისი იყო მხოლოდ
2 მოსწავლე, რომლებსაც არ უვლიათ სკოლაში ჯანმრთელობის გამო და ჰქონდათ ექსტერნი.
სსიპ ქალაქ თბილისის N 108
საჯარო სკოლის
მათემატიკის პედაგოგის
ლალი სურმავას 2017-2018წლის სამოქმედო გეგმა.
შესასრულებელი მქონდა
პროექტი. ვსაჭიროებ შეფასების კრიტერიუმების დახვეწას.
შევასრულე პროექტი თემაზე- „სადაზღვევო კომპანიები და მომხმარებელი“
დავდივარ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ტრენინგებზე,
რომელიც 2018-2019 წლამდე გაგრძელდება.
Комментариев нет:
Отправить комментарий